Chess.com პატიოსანი თამაშის წესები ეხმარება ჩვენს მისიას, უზრუნველვყოთ სუფთა და სამართლიანი თამაში ჩვენს პლატფორმაზე მოჭადრაკეებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მისიის შესასრულებლად, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევამოწმოთ ჩვენს პლატფორმაზე ჩატარებული ყველა პარტია.
თქვენ ეთანხმებით, რომ მხარს უჭერთ ჩვენს მისიას, შევქმნათ სუფთა და სამართლიანი პლატფორმა და არ ჩაერთოთ არაკეთილსინდისიერ, მატყუარა ან თაღლითურ ქცევაში, როდესაც თამაშობთ ჩვენს ტურნირებზე ან ჩვენს პლატფორმაზე, კერძოდ:
- თქვენი ყველა სვლა უნდა გაკეთდეს ნებისმიერი დახმარების გარეშე.
- არ მოიტყუოთ არავითარ შემთხვევაში.
- არ გამოიყენოთ არავისი დახმარება, მათ შორის მშობლებისგან, მეგობრებისგან, მწვრთნელებისგან ან სხვა მოთამაშეებიდან.
- არ გამოიყენოთ ჭადრაკის ძრავები ან სხვა კომპიუტერული პროგრამები, აპები, ბოტები, ბრაუზერის გაფართოებები ან სხვა ინსტრუმენტები თამაშის დროს პოზიციების გასაანალიზებლად. ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ამ პროგრამების გამოყენება.
- არ გამოიყენოთ ბაზები ან სხვა რესურსები საუკეთესო სვლის მოსაძებნად (ორივე ონლაინ და დღიურ ჭადრაკში).
- შეგიძლიათ ისარგებლოთ დებიუტების მიმომხილველით ან სხვა წიგნებით რომლებიც არ შეიცავს კომპიუტერულ შეფასებებს, მხოლოდ დღიურ ჭადრაკში (არა ონლაინ პარტიებში).
- არ განახორციელოთ თქვენი პარტიის ავტომატური ანალიზი ან "შეცდომების შემოწმება" მისი მსვლელობის დროს.
- არ დართოთ არავის ნება გამოიყენოს თქვენი ანგარიში.
- არ გამოიყენოთ არავისი აკაუნტი.
- ნუ დაკავდებით რეიტინგის, მატჩების ან პარტიების შედეგების ხელოვნური შეცვლით.
- ხელს ნუ შეუშლით თამაშში სხვა მომხმარებლებს.
- ის თუ ეჭვი შეგეპარათ რომ მეტოქე იყენებს დახმარებას, არ გაძლევთ უფლებას გააკეთოთ იგივე. თუ ფიქრობთ რომ ვინმე თაღლითობს - შეატყობინეთ ამ მომხმარებლის შესახებ Chess.com -ს.
გამონაკლისები: ეს პატიოსანი თამაშის წესები ვრცელდება თქვენს მიერ სერვისების გამოყენებაზე, მაგრამ არა სხვა მომხმარებლების მონაწილეობის გარეშე თამაშზე, მაგალითად, Chess.com კომპიუტერის (ანუარა ადამიანების, არამედ ვირტუალური ოპონენტების) ან "ბოტების" წინააღმდეგ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავაფართოვოთ ან შევზღუდოთ გამონაკლისები ჩვენი პატიოსანი თამაშის პოლიტიკაზე ნებისმიერ დროს თქვენთვის შეტყობინების გარეშე, ამიტომ პერიოდულად უნდა გადახედოთ ამ პოლიტიკას.
WARNING: Consistent with our User Agreement, if we determine or suspect that you have violated our Fair Play Policy in any way, then we may close your account and label it publicly closed for Fair Play violation(s). We also reserve and maintain the complete right to take any action that we may deem appropriate in response to a violation(s) or suspected violation(s) of our Fair Play Policy, including but not limited to publicly disclosing facts, communications, and findings regarding any violation(s) of the Fair Play Policy and disclosing such materials to governmental authorities or chess governing bodies. All account status changes are made in our sole discretion. Under some circumstances, including for titled players, we may, at our discretion, allow you to open a second-chance account, subject to additional terms and conditions, including your provision of a written acknowledgement of your violation(s) in the form of agreement we provide. If further violations of the Fair Play Policy are detected, you will be subject to a lifetime ban from Chess.com. For the avoidance of doubt, Chess.com has no obligation to provide second-chance accounts, even for titled players, and reviews Fair Play Policy violations on a case-by-case basis.
ჩვენი მომხმარებლის შეთანხმება ასევე შეიცავს ქცევის წესებს და სხვა შეზღუდვებს, რომლებიც უნდა დაიცვან სერვისის მომხმარებლებმა. სერვისით სარგებლობისას თქვენ უნდა შეასრულოთ წინამდებარე პატიოსანი თამაშის წესები და მომხმარებლის შეთანხმება. თუ არსებობს კონფლიქტი ჩვენს მომხმარებლის შეთანხმებასა და პატიოსანი თამაშის წესებს შორის, უპირატესობა ენიჭება მომხმარებლის შეთანხმებას. ყველა ტერმინი გამოიყენება პატიოსანი თამაშის წესებში მომხმარებლის შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელობით.
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ეს პოლიტიკა ნებისმიერ დროს თქვენთვის შეტყობინების გარეშე. ამ შემთხვევაში, ჩვენ განვაახლებთ თარიღს პატიოსანი თამაშის წესების გვერდის ზედა ნაწილში.